Monday, February 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

GIPA-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს 6-წლიანი უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა

February 2, 2026
GIPA-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს 6-წლიანი უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, GIPA-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს 6-წლიანი უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას GIPA ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის მაღალი ხარისხის სტანდარტებსა და პროფესიული განათლების სფეროში მის ლიდერობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

„GIPA ახალგაზრდებს შრომით ბაზარზე სამ მოთხოვნად, ინოვაციურ და უნიკალურ პროფესიულ პროგრამას სთავაზობს. ესენია: 1. შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები; 2. განახლებადი ენერგიების მენეჯმენტი; 3. ენერგომენეჯმენტი.

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიული პროგრამის ფარგლებში, კურსდამთავრებული უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოსდაცვითი გეგმის შედგენის, პროფესიული დაზიანებების შეფასების და რისკების კონტროლის ცოდნასა და უნარებს შეიძენს;

განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის პროფესიულ პროგრამის ფარგლებში, სტუდენტი განახლებადი ენერგიების სფეროში სიღრმისეულ ცოდნას შეიძენს; შეძლებს განახლებადი ენერგიის გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, პროცესის შესაბამისად დაგეგმვასა და ჰიდროენერგეტიკული, ქარის ენერგიის, მზის ელექტროენერგეტიკული, გეოთერმული ენერგეტიკის და ბიომასის ენერგიის პროექტების მშენებლობას, მონტაჟსა და ოპერირებას.

ენერგომენეჯმენტის პროფესიული პროგრამის საშუალებით, კურსდამთავრებული ეუფლება სიღრმისეულ ცოდნას ენერგომენეჯმენტში, შეისწავლის ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და ტექნიკურ ნორმებს და შეძლებს რეალურ ვითარებაში მის ეფექტურად გამოყენებას.

სამივე პროგრამა თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სწავლების უახლესი თეორიული და პრაქტიკული მეთოდებით არის აღჭურვილი. პროგრამებზე დაშვება შესაძლებელია საშუალო განათლების ატესტატის საფუძველზე, ხოლო სწავლის ხანგრძლივობა 2 წელს შეადგენს. სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს შესაბამისი უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია მიენიჭება.

GIPA ტრადიციულად ხარისხზე ორიენტირებული მიდგომითა და მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა და მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოებისთვის თანამედროვე, მოთხოვნადი და პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამებისა და ინიციატივების შეთავაზებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საგამოძიებო სამსახურმა იანვარში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 16 ფაქტი გამოავლინა
  • მასწავლებელს, რომელსაც ხელშეკრულება მოსწავლეზე ძალადობის გამო შუწყდა, სკოლაში დასაქმება 3 წლით შეეზღუდება
  • ჯაბა სამუშია სტუდენტებს ხვდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge