რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადის მახლობლად, დრონით დაარტყეს ავტობუსს, რომელიც მაღაროელებს ემსახურებოდა. დაზუსტებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.
„რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქში DTEK-ის მაღაროებზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განახორციელა. ერთ-ერთი დარტყმის ეპიცენტრი სამუშაო ავტობუსი გახდა, რომელიც დნეპროპეტროვსკის ოლქში ცვლის დასრულების შემდეგ მაღაროელები საწარმოდან გადაჰყავდა“, — ნათქვამია განცხადებაში.
დღის განმავლობაში DTEK-ში აღნიშნავდნენ, რომ თავდაპირველად ცნობილი იყო 15 დაღუპული მაღაროელის შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, კიდევ 7 მაღაროელი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში კი განაცხადეს, რომ მტრის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც მეხანძრეებმა მალევე ჩააქრეს.
