გამოცემა წერს, რომ მათ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში განუცხადეს, რომ კოლოფზე ფასმა საშუალოდ 20-30 თეთრით მოიმატა. იმპორტირებული სიგარეტი ახალი წლის შემდეგ უკვე მეორედ გაძვირდა, ერთი თვის განმავლობაში ერთ კოლოფ თამბაქოზე ფასი 40-60 თეთრით გაიზარდა.
1 იანვრიდან ძალაში შევიდა “ოცნების” კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ინიციატორების მტკიცებით, მიზანი „ადგილობრივი წარმოების დაცვა და სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდაა“. შესაბამისად, თამბაქოს შემცველობით იმპორტირებული სიგარეტის აქციზის ფასი 1,9 ლარიდან 2,75 ლარამდე მოიმატა, ხოლო იმპორტირებული ნაწარმის, რომელიც თამბაქოს ან აღდგენილ თამბაქოს შეიცავს აქციზი 1,85 ლარიდან 2,7 ლარამდე გაიზარდა.
