“უკრაინის მრავალ რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მხოლოდ იანვარში რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ 6 000-ზე მეტი თავდასხმის დრონი, დაახლოებით 5 500 მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 158 რაკეტა გაუშვა. პრაქტიკულად, ყველა მათგანი ენერგეტიკის სექტორის, რკინიგზისა და ჩვენი ინფრასტრუქტურის მიმართულებით გამოიყენა. რუსეთი ფაქტობრივად ყველაფერს თავს დაესხა, რაც ნორმალურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.
დარტყმები ახლაც გრძელდება. ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 980-ზე მეტი თავდასხმის დრონი, თითქმის 1 100 მართვადი საჰაერო ბომბი და ორი რაკეტა გამოიყენა. ჩვენ ვხედავთ რუსეთის მცდელობებს, გაანადგუროს ლოჯისტიკა და კავშირები ქალაქებსა და თემებს შორის. სწორედ ამიტომ არის ცის დაცვის აუცილებლობა. Patriot-ის, NASAMS-ის, F-16-ების და სხვა სახეობის რაკეტები ყოველდღიურად არის საჭირო. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვისაც ეს ესმის და გვეხმარება.” – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე
