Saturday, January 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

January 31, 2026
თბილისის ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა – ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ კონკურსის მიზანია შენობის სრული რეაბილიტაცია, მისი ადაპტაცია თანამედროვე მოთხოვნებთან, საინჟინრო სისტემების ინტეგრაცია და ფუნქციური განახლება ისე, რომ შენარჩუნდეს და აღდგეს ფილარმონიის თავდაპირველი არქიტექტურული სახე.

“ფილარმონიის რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია: შენობის სასცენო დანადგარების კონსტრუქციის ექსპერტიზა და ადაპტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებთან; არსებული კომუნიკაციების დემონტაჟი და ჩანაცვლება მსუბუქი, ენერგოეფექტური სისტემებით; შენობის გეგმარების შეცვლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის არტისტების ოთახების განახლება, ლიფტების მოდერნიზაცია და უსაფრთხოების სისტემების დანერგვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ამისა, დაგეგმილია ფილარმონიის სრული ადაპტაცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის; შენობის ფასადის, სახურავის, სხვენის და სცენის კონსტრუქციული გამაგრება და რესტავრაცია; აკუსტიკური სისტემების მოწყობა და დარბაზის ფუნქციური გაუმჯობესება; დეკორაციების ოთახისა და ტექნიკური სივრცეების მოდერნიზაცია; წყალმომარაგების, წყალარინების, გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემების სრული განახლება.

„პროექტის დასრულების შემდეგ ფილარმონია კვლავ გახდება მრავალფუნქციური კულტურული სივრცე, რომელიც უმასპინძლებს მასშტაბურ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ არქიტექტორებსა და ორგანიზაციებს, ჩაერთონ კონკურსში და თავიანთი გამოცდილებითა და ხედვით წვლილი შეიტანონ ისტორიული პროექტის წარმატებით განხორციელებაში“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლიმონის წვენის 8 სასარგებლო თვისება
  • რას აკეთებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი, როცა პრობლემა აქვს
  • 6 მაგიური რიტუალი, რომელიც ახალ მთვარეზე უნდა ჩაატაროთ, წარმატებისა და სიყვარულის საპოვნელად

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge