საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია მიმდინარეობს.
აკადემიური და სამეცნიერო წრეები, ასევე სტუდენტები ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ.
პროტესტანტები მოითხოვენ მიეცეთ შესაძლებლობა არგუმენტირებულად დაუსაბუთონ, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს რა მიზეზით არის გაუმართლებელი ორი უნივერსიტეტის გაერთიანება.
