Saturday, January 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ოცნების” დეპუტატებო, პარლამენტიდან ხართ გამოსაბრძანებლები… თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანება არ შეიძლება – მანანა ნიკოლაიშვილი

January 30, 2026
“ოცნების” დეპუტატებო, პარლამენტიდან ხართ გამოსაბრძანებლები… თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანება არ შეიძლება – მანანა ნიკოლაიშვილი

ექსპერტი განათლების საკითხებში, მანანა ნიკოლაშვილი “ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართავს. მისი თქმით, ყველა მათგანი “პარლამენტიდანაა გამოსაბრძანაბელი“ რადგან ხალხის ნება არ შეასრულეს და საზოგადოების და აკადემიური წრეების მონაწილეობით განათლების რეფორმის განხილვა არ მოაწყეს.

ნიკოლაიშვილი ამ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილის დანაშაულსაც ხედავს და ამბობს, რომ კანონის სახე ამ ყველაფერს სწორედ მან მისცა.

განათლების ექსპერტის თქმით, შეერთებით ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაიკარგება, პროგრამები დაიკარგება და საბოლოოდ დარჩება 1 ფაკულტეტი, რასაც მოჰყვება ტოტალური შემცირებები.

მთელი აქცენტი გადაგვაქვს მთავრობაზე, მაგრამ ჩვენ მიგვავიწყდა მთავარი მოქმედი გმირი, ვინც კანონის სახე მისცა ამ ყველაფერს, იმის ნაცვლად, რომ მთავრობა ეკონტროლებინა, პარლამენტი. ახლა მივმართავ დეპუტატებს, თქვენ, პატივცემულო დეპუტატებო, “ქართულო ოცნებავ“ თქვენ მაქედან ხართ გამოსაბრძანებლები. თქვენ ხალხის ნება არ შეასრულეთ, რატომ არ მოაწყვეთ განხილვები, საზოგადოების და აკადემიური წრეების მონაწილეობით, ამ რეფორმის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება არაფრით არ შეიძლება, ეს არის საუკუნოვანი და სტრატეგიული მნიშვნელობის უნივერსიტეტი, არაფრით ჩამოუვარდება ჩვენ დედა უნივერსიტეტს. როგორ შეიძლება, ჩაიკარგება შეერთებით, ყველა პროგრამა დაიკარგება და საბოლოოდ დარჩება 1 ფაკულტეტი, სიცურეა, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ აკადემიურ პერსონალს არ შევეხებით, იქნება ტოტალური შემცირებები. სიცრუეა ის, რომ კვოტები არ შემცირდება, რა თქმა უნდა, შემცირდება. დაივიწყოს მთავრობამ და ხელისუფლებამ ის გადაწყვეტილება, რომელიც მე მგონი ზეპირსიტყვიერად აქვთ მიღებული, ამ 2 უნივერსიტეტის გაერტაიენბსი შესახებ, – განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა როგორც სტუდენტებში, ისევე აკადემიურ საზოგადოებაში. გუშინ ქუჩაში გამოვიდნენ როგორც სტუ-ს ისე თსუ-ს სტუდენტები, ლექტორები და დეკანები.

აკადემიური პერსონალი ამბობს, რომ “ოცნების” გადაწყვეტილებით ორი უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია დასრულდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისათვის”- სპეციალისტის გაფრთხილება მშობლებს
  • მარნეულში ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge