მარნეულში მომხდარი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული ახალგაზრდა კაცი, სანან შარიფოვი კლინიკაში გარდაიცვალა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “მარნეულინიუსი” ავრცელებს და წერს, რომ ის სოფელ სადახლოს მკვიდრი იყო. სოფელ ბაიდარში მომხდარი ავარიის შედეგად კი მას სხეულისა და კისრის მძიმე დაზიანებები ჰქონდა. ის თავდაპირველად მარნეულის კლინიკაში მოათავსეს, მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა
ავარია სოფელ ბაიდარში 28 იანვარს მოხდა – პატარძლის ოჯახში მიმავალი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რა დროსაც დაიღუპა 2, მძიმედ დაშავდა 1 პირი
