Saturday, January 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დროა გავერთიანდეთ, ცალ-ცალკე გვამარცხებენ- ერთად ვხდებით ძალა – მაღაროელები

January 30, 2026
დროა გავერთიანდეთ, ცალ-ცალკე გვამარცხებენ- ერთად ვხდებით ძალა – მაღაროელები

პროტესტში მყოფი მაღაროელები, რომლებიც 335-ე დღეა მათი დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას ითხოვენ და შრომითი უფლებებისთვის იბრძვიან, სოცუიალურ ქსელში მიმართვას ავრცელებენ და სოციალური და სამოქალაქო პროტესტის ყველა მონაწილეს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

მათი თქმით, საქართველოში პროტესტის არაერთი კერაა, თუმცა ეს არ არის შემთხვევითი და ერთმანეთისგან მოწყვეტილი პროცესები.

მათივე თქმით, ეს ცხადყოფს, რომ ქვეყნის მასშტაბით მუშათა და სოციალურ კლასში დაგროვილია მასიური უკმაყოფილება, საიდან გამოსავალიც გაერთიანებაა.

დროა გავერთიანდეთ. ცალ-ცალკე გვამარცხებენ – ერთად ვხდებით ძალა,- წერია განცხადებაში.

დღეს საქართველოს მასშტაბით პროტესტის არაერთი კერაა. ნაწილი სოციალური პროტესტია, ნაწილი — სამოქალაქო. ეს არ არის შემთხვევითი და ერთმანეთისგან მოწყვეტილი პროცესები.
ჩვენ, ჭიათურელი მშრომელები, უკვე 335 დღეა სამართლიან პროტესტში ვიმყოფებით. ამ პერიოდში ჩვენს მიმართ განხორციელდა არაერთი რეპრესიული ქმედება — როგორც დისკრიმინაციული, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით. გვყავს ოთხი უსამართლოდ დაკავებული თანამებრძოლი, რომლებიც მხოლოდ ერთ რამეს ითხოვენ: სამართლიან, მიუკერძოებელ სასამართლოს და სამართლიან გადაწყვეტილებას.
ამავე დროს, სოციალური პროტესტი მიმდინარეობს რუსთავის აზოტში, სამოქალაქო პროტესტია ბათუმსა და თბილისში, ასევე ბალდაში, სურებში და სხვა ლოკაციებზე. ეს ყველაფერი ცხადყოფს ერთ მარტივ რეალობას — ქვეყნის მასშტაბით მუშათა და სოციალურ კლასში დაგროვილია მასიური უკმაყოფილება.
მეგობრებო, პრობლემა სწორედ ის არის, რომ დღეს ყველანი ცალ-ცალკე ვდგავართ. დროა ეს შეიცვალოს.
ერთადერთი, რის წინაშეც ნებისმიერი ხელისუფლება უძლურია, არის გაერთიანებული სოციალური პროტესტი.
ამ პროცესში პროფკავშირებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლის შესრულება. თუმცა საქართველოში არსებული ფორმალური, „ყვითელი“ გაერთიანებული პროფკავშირი ამ ბრძოლას ვერ ემსახურება — მათი ჩართულობა ხშირად პირიქით, აზიანებს პროცესს. გამოსავალი არის დამოუკიდებელი, რეალურად მშრომელებზე დაფუძნებული პროფკავშირები.
ჩვენ ცოტანი არ ვართ.
ცოტანია ის ელიტა, რომელიც დღეს თავზე გვაზის და ყელში გვიჭერს.
ლოგიკურად და დემოკრატიულ სახელმწიფოში ისინი ჩვენი დაქირავებულები უნდა იყვნენ, არა — ბატონები.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, სახელმწიფოს დოვლათის შემქმნელი მუშათა კლასი, არაფერს ვითხოვთ ზედმეტს:
• ღირსეულ და უსაფრთხო შრომის პირობებს
• სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემას
• სოლიდარობას ყველა პროტესტში მყოფისა და ყველა უსამართლო პატიმრის მიმართ
დროა გავერთიანდეთ.
ცალ-ცალკე გვამარცხებენ — ერთად ვხდებით ძალად, – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისათვის”- სპეციალისტის გაფრთხილება მშობლებს
  • მარნეულში ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge