ჰემატოგენის წარმოება პირველად რუსეთში XIX საუკუნის ბოლოს დაიწყეს შვეიცარული მიქსტურის ანალოგიით.
ხარის სისხლის საფუძველზე დამზადებული ეს ტკბილეული მყარი ფილების სახით პირველად 1917 წელს გამოჩნდა. ჰემატოგენი, როგორც საკვების ბიოლოგიური დანამატი და რკინაშემცველი პროფილაქტიკური პრეპარატი, ასტიმულირებს ერითროციტების წარმოქმნას. მას, ჩვეულებრივ, იღებენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სისხლიდან, რომელიც წინასწარ დეფიბრინირებას, გამოშრობას, სპეციალურ დამუშავებასა და ინფექციის გამომწვევებისაგან გაწმენდას განიცდის. ჰემატოგენის შემადგენლობაში შედის ასკორბინის მჟავა (ჩ ვიტამინი), თაფლი, შესქელებული რძე, შაქარი, შოკოლადი, ნიგოზი და სხვა დანამატები გემოს გასაუმჯობესებლად. ჰემატოგენი გარეგნულად ერთგვარად შოკოლადის ფილას ჰგავს, თუმცა, გემოთი განსხვავდება მისგან, უფრო მეტად რძიანი ირისის არომატი აქვს.
განაგრძეთ კითხვა აქ.
