ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი გზა ნაწლავებსა და ფილტვებს შორის, სადაც აჩვენეს, თუ როგორ მოქმედებს ნაწლავის მიკრობიომი რესპირატორულ იმუნურ სისტემაზე.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Cell.
კვლევა ყურადღებას ამახვილებდა უმარტივეს მიკროორგანიზმზე Tritrichomonas musculis (T. mu), რომელიც ცხოვრობს თაგვების ნაწლავებში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ T. mu ასტიმულირებს იმუნური უჯრედების გამომუშავებას, რომლებიც შემდეგ მიგრირებენ ფილტვებში და გავლენას ახდენენ ადგილობრივ იმუნურ გარემოზე. ამ პროცესს აქვს როგორც ინფექციებისგან დამცავი ეფექტი, და ისე უარყოფითად მოქმედებს ანთებით დაავადებებზე, როგორიცაა ასთმა.
განაგრძეთ კითხვა აქ.
