თბილისი-კახეთის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანიდან, ორი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით მიმდინარეობს.
