ამ წუთებში, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე უამრავი ადამიანია შეკრებილი, ისინი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას აპროტესტებენ.
თსუ-ს სტუდენტები რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვენ.
სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანება არის სრულიად ალოგიკური, რადგან ამ ორ ინივერსიტეტს აქვს აბსოლუტურად სხვადასხვა სისტემა. ეს იყო ჩემი პირადი არჩევანი, როდესაც მე თსუ-ში ჩავაბარე და ასევე, უნივერსიტეტის ავტონომიას ეხება ეს ყველაფერი. ამაზე არცერთი სტუდენტი არ გაჩუმდება, რადგან ეხება ჩვენს მომავალს. მოვითხოვთ, რომ ჩვენი რექტორი, ჯაბა სამუშია შეგვხდეს და გაგვცეს პასუხი იმ შეუფერებელ რაღაცაზე,რაც ახლა ხდება”, – ამბობს მეკასო ფერაძე.
“ქართულმა ოცნებამ” თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
