Thursday, January 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს უკვე არის განგაშის ზარი”- რაზე საუბრობს ეკა ბესელია

January 29, 2026
“ისტორიას დარჩება შავი მაგალითი, თუ როგორ გადაიქცა კომიტეტი რუსეთის დუმის ფილიალად”– ეკა ბესელია

ეუთოს ფორმატი, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პერიოდულად არის ხოლმე წარმოდგენილი, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას როდესაც იღებს, ეს უკვე არის განგაშის ზარი, – ასე ეხმაურება “მართლმსაჯულების“ სახლის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია  ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანის მიერ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურებას და ექსპერტული მისიის შექმნას.

ბესელიას თქმით, “მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება არის სიგნალი, რომ ადამიანის უფლებების კუთხით არის გამოსაყენებლი სპეციალური ინტრუმენტები.

“ეუთოს ფორმატი, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პერიოდულად არის ხოლმე წარმოდგენილი, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას როდესაც იღებს, ეს უკვე არის განგაშის ზარი. ეს არის სიგნალი, რომ ადამიანის უფლებების კუთხით არის გამოსაყენებლი სპეციალური ინტრუმენტები. ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც სწავლობს ძალიან კონკრეტულ შემთხვევებს, გარემოებებს, დინამიკას, მოვლენებს, სიმპტომებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს ფუნდამენტურად არღვევს. ჯერ ეს პროცესია, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს, უნდა თუ არ უნდა, ეროვნული ხელისუფლება, “ოცნების“ გუნდს ეს მოწოდება უკვე გაეგზავნა.  ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი, იქნება კომპლექსური კვლევა ფაქტების, ტენდენციების. რატომ იწყება ასეთი ინსტრუმენტის გამოყენება? სანქციებია ამოქმედებული, შემდგომი პაკეტის შემუშავება ხდება, ევროპარლამენტი მუშაობს ამ საკითხზე, ევროპის საბჭოს საპარლოამენტო ასამბლეა მუშაობს, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ დინამიკა დღითიდღე უფრო მძიმდება და ახალი კანონების მიღების მოლოდინში, განცდა რჩება, რომ ზღვარი არ აქვს რეპრესიული სისტემის ამოქმედებას”, – განაცხადა ბესელიამ.  

საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24-მა ქვეყანამ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას.

ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ “სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ” ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში
  • “ევროპა გონს უნდა მოეგოს”- ტრამპი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge