Thursday, January 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა უნდა იცოდეთ 18-საათიან დიეტაზე და შეიძლება თუ არა უზმოზე ყავის დალევა – ნუტრიციოლოგის რეკომენდაციები

January 29, 2026
ექიმების რჩეული ტოპ-3 პროდუქტი, რომელიც მუცლის ცხიმის დაწვაში დაგეხმარებათ

Fitness salad and measuring tape on wooden table.

ერთ-ერთი პოპულარული 18-საათიანი ინტერვალური კვების მოდელი გახლავთ. ამ სისტემის დროს, გარდა წონის კლებისა, სხვა დადებით ცვლილებებსაც აღნიშნავენ,- ამის შესახებ გადაცემაში „ახალი დღე“ ნუტრიციოლოგი, დიეტოლოგი ნატალია გოგავა საუბრობს.

მისი თქმით, ადამიანს დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში, შესაძლებლობა აქვს, საკვები მხოლოდ 6 საათი მიიღოს. დანარჩენი 18 საათის განმავლობაში საკვებს არ ღებულობს. რაც უფრო მცირეა ეს კვებითი ფანჯარა, ადამიანი იძულებული ხდება, თავისი რაციონიდან 1 და შესაძლებელია, 2 კვებაც კი ამოიღოს. ამის გამო, კალორიების დეფიციტი იქმნება, რადგანაც დარჩენილ დროში ვერ ასწრებს იმ კალორიების მიღებას, რომელიც მას მისცემს საშუალებას, ან მოიმატოს წონაში ან შეინარჩუნოს არსებული წონა.

„თუ ადამიანმა გადაწყვიტა, წონის დასაკლებად ინტერვალურ კვებაზე გადავიდეს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ შემთხვევაშიც კვება უნდა იყოს დაბალანსებული, უპირატესობა უნდა მიანიჭოს მჭლე ცილებს – ეს იქნება, ქათმის ხორცი, თევზი, საქონლის ხორცი, ასევე, კვერცხი თუ რძის ნაწარმი. აუცილებლად დიდი რაოდენობით ბოსტნეული. დანარჩენი საკვები – ბურღულეული, ჯანსაღი ცხიმები თუ ხილი, შეზღუდული რაოდენობით უნდა მიიღოს“,- ამბობს ნატალია.

ნუტრიციოლოგის თქმით, უზმოზე ყავის დალევა რეკომენდებული არ არის, თუ ჩვენი მიზანი წონის კლება და ცხიმის წვაა. განსაკუთრებით, თუ ვისაუბრებთ ქალბატონებზე, რომლებიც 40 წელზე მეტი ასაკის არიან.

„ყავის მიღების შემდეგ კორტიზოლის დონე კიდევ უფრო იზრდება და მაღალი კორტიზოლი ცხიმის წვას ყოველთვის ხელს უშლის. თუ ყავა ტკბილია, წონის კლებისთვის საუკეთესო ვარიანტი ნამდვილად არ არის იმიტომ, რომ აქ უკვე ორმაგი მექანიზმი ირთვება. უზმოდ მიღებული ტკბილი ყავა სისხლში გლუკოზის დონეს ძალიან სწრაფად ზრდის, ამის გამო გამოიყოფა ინსულინი, რომელიც ცდილობს, რომ ეს გლუკოზა რაც შეიძლება, მალე დაწიოს. ინსულინის გამოყოფა ასევე აფერხებს ცხიმის წვას. ორმაგი ჰორმონალური სტრესის ქვეშ ვდგებით. ერთი – მომატებული კორტიზოლი, მეორე მხრივ, მომატებული ინსულინი და ამ ორი ჰორმონის კომბინაცია საუკეთესო პირობაა ცხიმის დაგროვებისთვის, განსაკუთრებით მუცლის არეში“,- განმარტავს ნატალია გოგავა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჟინვალი-ანანურის გზაზე, სადაც გუშინ ავარია მოხდა, მოძრაობა დროებით აიკრძალება
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge