უკრაინელებმა 1 000 ცხედარი დაიბრუნეს – ოკუპანტების მტკიცებით, ცხედრები უკრაინელ ჯარისკაცებს ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაცია სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი Telegram-არხზე ავრცელებს.
“დღეს ჩატარდა რეპატრიაციის ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში დააბრუნეს 1000 გარდაცვლილის ცხედარი, რომლებიც რუსული მხარის თქმით, უკრაინელ ჯარისკაცებს ეკუთვნით“ – ნათქვამია შეტყობინებაში.
სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები, უკრაინის ექსპერტულ ინსტიტუტებთან ერთად, მიიღებენ ყველა საჭირო ზომას რეპატრირებული გარდაცვლილების იდენტიფიცირებისთვის. რეპატრიაციის ღონისძიებები განხორციელდა სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ერთობლივი ცენტრის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვერხოვნა რადას ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის, განსაკუთრებულ ვითარებაში დაკარგული პირების კომისრის სამდივნოს, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის სხვა სტრუქტურების წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობის შედეგად.