ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტრო სადენები გახდა. საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ევაკუაცია მოხერხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და პირველადი გადაუდებელი დახმარების ბრიგადა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
