Wednesday, January 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ივანე ჩხეიძე ახალ ვირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

January 28, 2026
ახდენს თუ არა ტემპერატურის უეცარი ცვლილება ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე? – რას ამბობს ივანე ჩხაიძე

საქართველოში შეისწავლეს ღამურები და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ იყო – რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, „ნაპას“ ვირუსი „ებოლასთან“ ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი მაღალი ლეტალობის გამომწვევი ვირუსი.

„ეჭვი მაქვს, „ნაპა“ ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს. ეს ვირუსი დიდი ხანია არსებობს, 1998 წელს იყო მალაიზიაში პირველი აფეთქება. 27 წელია ამ ვირუსს აკვირდებიან და არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ეს ვირუსი გასცილდეს იმ 5 ქვეყნის ფარგლებს, სადაც ის ფიქსირდება. ეს არის: ბანგლადეში, ინდოეთი, ჰონგ-კონგი, მალაიზია და ფილიპინები.

ეს განსაკუთრებული ვირუსია, ჯანმო მას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ვირუსს. მას შეუძლია ძალიან მაღალი ლეტალობის პროცენტის განპირობება, ეს არის 45-70%. ის „ებოლასთან“ ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი მაღალი ლეტალობის გამომწვევი ვირუსი.

ეს არ გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, მის გადაცემას სჭირდება ძალიან ახლო კონტაქტი, ან დაინფიცირებული საკვების მიღება.

ამ ვირუსის ძირითადი რეზერვუარი არის ღამურა, ხილის მჭამელი ღამურა. ამ ტიპის ღამურა საქართველოში არ არის, სხვა ღამურები იქნა შესწავლილი საქართველოში და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ არის.

ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი შესაძლებლობა არის პალმის წვენის დალევა. პალმის წვენი არის დაინფიცირებული ღამურას გამონაყოფით, ან ნერწყვით.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მხოლოდ 2 პაციენტთან დადასტურდა ამ ვირუსის არსებობა. ამ 2 პაციენტთან კონტაქტი 196 ადამიანი იყო, ძირითადად გამოვლინდა მკურნალ პერსონალში და არცერთ მათგანთან არ დაფიქსირდა ეს ვირუსი. ვირუსის გადაცემის გზა მარტივი არ არის.

რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება. ეს გარდაცვალების შემთხვევები განპირობებულია თავის ტვინის ანთებასთან, ტვინის შეშუპებასა და კომასთან. ეს ყველაფერი სწრაფად მიმდინარეობს, ინფიცირებიდან 2-3 დღეში შესაძლოა მოკვდეს ადამიანი. ამ ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არ არსებობს. ჯანმო-ს ეს ვირუსი შეყვანილი ჰყავს შესაძლო პანდემიის გამომწვევი ვირუსების კატეგორიაში. ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს ვაქცინების შესაქმნელად. მედიკამენტების მხრივ ჯერ პერსპექტივა არ გვაქვს“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, არანაირი საჭიროება, რომ საქართველომ ან სხვა ქვეყანამ განსაკუთრებული კონტროლი გაუწიოს ინდოეთიდან მომავალ მგზავრებს, არ არსებობს.

„ჯერ არ არსებობს არცერთი ქვეყანა, ინდოეთის მეზობელიც კი, რომელმაც სახელმწიფოს დონეზე მიიღო გადაწყვეტილება ტურისტული ნაკადის შეზღუდვაზე ან თვითმფრინავში მგზავრების განსაკუთრებულ შემოწმებაზე.

ეს ეხება არამხოლოდ ინდოეთს, არამედ კონკრეტულად ინდოეთის იმ პროვინციას, სადაც მოხდა აფეთქება. ეს არის მცირე მონაკვეთზე, საუბარია 2 ინფიცირებულ პაციენტზე. არანაირი საჭიროება, რომ საქართველომ ან სხვა ქვეყანამ განსაკუთრებული კონტროლი გაუწიოს ინდოეთიდან მომავალ მგზავრებს, არ არსებობს“, – აღნიშნავს ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მუხრანში, ორი პირის მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში გაუშვეს
  • ბანგლადეშის ასობით მოქალაქე რუსეთში დასაქმების ცრუ პირობით ომში გაუშვეს – AP
  • იმუნიტეტის გამაძლიერებელი ვიტამინები და მინერალები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge