Wednesday, January 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მარსი-პლუტონის ძლიერ ასპექტს ეს ზოდიაქოს ნიშნები განსაკუთრებით იგრძნობენ

January 28, 2026
მარსი-პლუტონის ძლიერ ასპექტს ეს ზოდიაქოს ნიშნები განსაკუთრებით იგრძნობენ

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში მომავალი კვირის ტენდენციებზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 28 იანვარს ასტროლოგიური კალენდარი ერთ-ერთ ყველაზე ფეთქებად ასპექტს იწვევს – მარსი და პლუტონი ერთდებიან მერწყულის ნიშანში, მზის ჩართულობით.

მისივე განმარტებით, ეს ალიანსი ქმნის უკონტროლო ენერგიას, რომელიც შეუძლია როგორც ძველი სტრუქტურების დანგრევა, ისე გრანდიოზული ტრანსფორმაცია, თუკი სწორად მივმართეთ:

„28 იანვარს ცაზე წლის ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი და ინტენსიური ასპექტი ყალიბდება: ორი „აგრესორი“ — მარსი (მოქმედება/აგრესია) და პლუტონი (ტრანსფორმაცია/უზარმაზარი ძალა) ერთდება მერწყულის ზოდიაქოში. სიტუაციას დრამატულს ხდის ის ფაქტიც, რომ მათთან ძალიან ახლოს (ორბისში) იმყოფება მზეც. მზის ჩართულობა კი ნიშნავს, რომ ეს პროცესი იქნება არა ფარული, არამედ თვალსაჩინო, აშკარა და გარდაუვალი.

რას ნიშნავს ეს ასტროლოგიურად?

წარმოიდგინეთ, რომ დგახართ მიძინებული ვულკანის კრატერთან (პლუტონი), რომელშიც მოულოდნელად ცეცხლის ნაპერწკალი (მარსი) ვარდება. მარსი მერწყულში ისედაც არაპროგნოზირებადია, ხოლო პლუტონთან ალიანსში ის იძენს კოლოსალურ, თითქმის „ვულკანურ“ სიმძლავრეს.

ეს არ არის ჩვეულებრივი ბრძოლა და არც უბრალო კონფლიქტი. ეს არის ენერგიის ისეთი კრიტიკული კონცენტრაცია, რომელსაც დუალისტური ბუნება აქვს: მას შეუძლია მომენტალურად დაანგრიოს ძველი, ვადაგასული სტრუქტურა, ან მოახდინოს გრანდიოზული გარღვევა, თუკი ამ ძალას სწორ კალაპოტში მივმართავთ.

აქ საქმე გვაქვს ორი აგრესიული პრინციპის სინთეზთან: მარსის იმპულსები პლუტონის გავლენით განიცდის ექსპანსიას (ფართოვდება), რაც ქმნის უკონტროლო ძალის გამოთავისუფლების რისკს. სოლარული (მზის) პრინციპის ჩართულობა კი პროცესს ხდის ცნობიერს — აქ დომინირებს ინდივიდუალური ნება და ამბიციები, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს დიპლომატიურ მანევრირებასა და კონფორმიზმს. მარტივად რომ ვთქვათ: კომპრომისის დრო დასრულდა.

მუნდანური და პოლიტიკური ფონი: რა ხდება გლობალურად?

მერწყული მართავს ავიაციას, კოსმოსს, ტექნოლოგიებს, ინტერნეტს, რევოლუციებსა და კოლექტიურ მასებს. მარსი-პლუტონის შეერთება ამ ნიშანში მიანიშნებს:

1. სამხედრო-ტექნოლოგიური გამწვავება: ეს ასპექტი მიუთითებს თანამედროვე ტექნოლოგიების, დრონების და კიბერ-სისტემების აქტიურ გამოყენებაზე კონფლიქტურ ზონებში. მოსალოდნელია სიტუაციის დაძაბვა ან მოულოდნელი, აგრესიული მანევრები. შესაძლოა, ახალი, ოღონდ მასშტაბური შეიარაღებული კერის გაჩენა.

2. მასობრივი პროტესტები: მერწყული თავისუფლების ნიშანია, პლუტონი კი — მასების ენერგია. შესაძლოა ვიხილოთ მასშტაბური გამოსვლები ავტორიტარული სისტემების წინააღმდეგ, ან პირიქით — ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან მკაცრი ზომების მიღება.

3. ტექნოგენური რისკები: საფრთხე ემუქრება სერვერებს, ელექტროსადგურებს, ავიაციას. ტექნიკა შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს გადატვირთვის ან კიბერ-შეტევის გამო.

სტრატეგია: როგორ ვმართოთ ეს ენერგია?

გავლენის პერიოდი: 25 იანვარი — 5 თებერვალი. პიკი: 27-30 იანვარი.

კატეგორიულად არ არის რეკომენდებული:

1. სიფრთხილე ხალხმრავალ ადგილებში: ეს ასპექტი ზრდის აგრესიისა და პროვოკაციების რისკს ნებისმიერ დიდ შეკრებაზე. თუ იმყოფებით ხალხმრავლობაში, იყავით მაქსიმალურად ფრთხილად, აკონტროლეთ გარემო და ეცადეთ, არ მოექცეთ აგრესიის ეპიცენტრში. გახსოვდეთ, რომ ახლა ერთი ნაპერწკალიც საკმარისია დიდი დაპირისპირებისთვის.

2. კონფლიქტის პროვოცირება: ახლა დაწყებული ჩხუბი უბრალო კამათით არ დასრულდება. ეს არის „გადამწვარი ხიდების“ ასპექტი. ნებისმიერი დაპირისპირება შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს ურთიერთობისთვის.

3. რისკი ტექნიკასთან: ელექტროობასთან, აალებად ნივთიერებებთან ან ჩქაროსნულ ტრანსპორთან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ავარიული ფონი მომატებულია.

საუკეთესო დროა:

1. „ქირურგიული“ ჩარევებისთვის: როგორც პირდაპირი (სამედიცინო), ისე გადატანითი მნიშვნელობით. დროა, „მოიკვეთოთ“ ის, რაც ხელს გიშლით — მავნე ჩვევა, ტოქსიკური კავშირი, ძველი ტვირთი.

2. მაქსიმალური ძალისხმევის გამოვლენისთვის: თუ გაქვთ პროექტი, რომელსაც სჭირდება უზარმაზარი ნებისყოფა, ღამეების თენება და „კედლის გატანა“ — ახლა ამის დროა. ენერგია ამოუწურავია.

3. ტრანსფორმაციული პრაქტიკებისთვის: ღრმა ფსიქოთერაპია, ფსიქოანალიზი, რეგრესული ჰიპნოზი, კუნდალინი იოგა — ყველაფერი, რაც შინაგანი, ფარული ენერგიის მართვას ეხება.

ვისთვის იქნება ყველაზე რეზონანსული? (რისკ-ჯგუფები)

დარტყმა და ტრანსფორმაციული წნეხი მოდის ე.წ. „ფიქსირებულ ჯვარზე“ (განსაკუთრებით მათზე, ვისაც პლანეტები ჰყავს 0°-დან 10° გრადუსამდე შუალედში):

• მერწყული: ეპიცენტრი თქვენთანაა. თქვენ ხართ „ენერგეტიკული ვულკანი“. გაქვთ უნიკალური შანსი, რადიკალურად შეცვალოთ ცხოვრება, მაგრამ არსებობს ტრავმებისა და თვითდესტრუქციის რისკიც. სიფრთხილე გმართებთ საკუთარ თავთან!

• ლომი: ეს შეერთება ხდება თქვენს საპირისპიროდ. დარტყმა მოდის გარე სამყაროდან — პარტნიორებისგან, ოპონენტებისგან ან კლიენტებისგან. ვიღაც შეეცდება თქვენს „გატეხვას“ ან მანიპულირებას. ნუ აჰყვებით პროვოკაციას.

• კურო: დაძაბულობა კარიერასა და მიზნებში. შესაძლოა, ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ან ფორსმაჟორი სამსახურში. თქვენი სიმშვიდე ახლა ყველაზე დიდი იარაღია.

• მორიელი: კრიზისი ოჯახში ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ასევე, შინაგანი, ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია. შესაძლოა ტექნიკური პრობლემები სახლში (წყალი, ელექტროობა)“,- წერს რამაზ გიგაური.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უკვე არსებობს სახელმწიფოს რეფორმა წამლების ფასთან დაკავშირებით, დღეს თუ რაიმე რესურსია და სახელმწიფოს უნდა, რომ გაატაროს, მზად ვართ, მოვისმინოთ და ვითანამშრომლოთ” – „იმპექსის“ დამფუძნებელი
  • “მთვრალი მართავდა საჭეს…“ – მძიმე ავარიის ახალი დეტალები, რომელსაც 16 წლის გოგო ემსხვერპლა
  • “თავი სტკივა სავარაუდოდ ტვინის შერყევა აქვს” – ამბობს პოლიციელის მეუღლე, რომელზეც, სავარაუდოდ, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით შარაშიძემ იძალადა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge