Tuesday, January 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

January 27, 2026
“შურისძიების მიზნით, დანით სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა” – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანიდან ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, ორი პირის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 იანვარს, საღამოს საათებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანიდან ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, ორი პირის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, ბრალდებულებმა საფრთხე შეუქმნეს შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შემთხვევის ადგილიდან ბრალდებულები იმავე ავტომობილით მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25-26 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ (მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), „ი“ (მკვლელობა ჯგუფურად) და „ლ“ (მკვლელობა ორი პირის) ქვეპუნქტებით, ასევე 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,” – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის მთავრობა ჩაერთნენ ღია, უსირცხვილო და აგრესიულ გავლენის კამპანიაში”- უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
  • შუქი გითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • ცნობილია მუხრანში მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტების ვინაობა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge