Tuesday, January 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“ილია ღუდუშაური ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება, როგორც ვიცი, ჯერ ჩვენება არ აქვს მიცემული და აპირებს თუ არა, ბრალის წარდგენის შემდეგ გადავწყვეტთ” – ილია ღუდუშაურის ადვოკატი

January 27, 2026
“ილია ღუდუშაური ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება, როგორც ვიცი, ჯერ ჩვენება არ აქვს მიცემული და აპირებს თუ არა, ბრალის წარდგენის შემდეგ გადავწყვეტთ” – ილია ღუდუშაურის ადვოკატი

“ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება, ხოლო აპირებს თუ არა ჩვენების მიცემას, ამას ბრალის წარდგენის შემდეგ გადავწყვეტთ”, – ამის შესახებ ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი, ილია ღუდუშაური მოინახულა.

როგორც ადვოკატმა იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმის მასალები ჯერ არ მიუღია, იმის შესახებ, რა მტკიცებულებები არსებობს ღუდუშაურის წინააღმდეგ, დეტალურად ვერ ისაუბრებს.

„იყო პირველადი შეხვედრა და კონტაქტი, ზოგად თემებზე ვისაუბრეთ მხოლოდ. ჯერ არ ვიცი, რას ედავებიან, რადგან ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს, შესაბამისად, საქმის მასალები არ გადმოუციათ ჩემთვის და ამიტომ დეტალურად ვერაფერს გეტყვით, თუ რას ედავებიან ან რა მტკიცებულებებია მის წინააღმდეგ. დაველოდოთ ბრალის წარდგენას და მერე უფრო დეტალურად მოგახსენებთ.

[დაკავება] ზოგადად მის სამსახურებრივ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, დაკავება უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს. როგორც ვიცი, მას ჯერ ჩვენებაც არ აქვს მიცემული. როგორც ვიცი, ფინანსურის საგამოძიებო სამსახურში დააკავეს. როგორც ჩანს, გამოძიება მიმდინარეობდა ამ საქმეზე, თუმცა გამოკითხული არის თუ არა და რამდენჯერ, ეს დეტალები არ გაგვივლია ახლა, ამ შეხვედრაზე, მაგრამ გუშინ, როგორც ვიცი, ფინანსურის საგამოძიებოს შენობაში მოხდა მისი დაკავება საღამოს“, – განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, ილია ღუდუშაურის დაკავება არ უკავშირდება მისი ძმის, ვლადიმერ ღუდუშაურის ბრალდების საქმეს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი იყო და რომელსაც გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება.

„არანაირად კავშირში არ არის ერთი საქმე მეორე საქმესთან“,- განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა.

მისი განმარტებით, ილია ღუდუშაურთან ერთად სხვა პირები არ არიან დაკავებულები.

„არავინ, მე როგორც ვიცი, მარტო არის [დაკავებული]“,- განაცხადა მჭედლიშვილმა.

ამასთან, მისი განმარტებით, ინფორმაციას არ ფლობს არის თუ არა გამოკითხული ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ეს დეტალები არ ვიცი…. ილია ღუდუშაური ჩვენების მიცემას აპირებს თუ არა, ვერ გეტყვით ჯერ. ბრალის წარდგენის მერე გადავწყვეტთ მაგას. მასალებს რომ გადმოგვცემენ, პოზიცია მერე გვექნება ჩამოყალიბებული დაზუსტებით“, – განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური 26 იანვარს დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მკვლელობა მუხრანში – დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
  • შეიძლება თუ არა მეორედ ნათლობა?
  • როგორ „იმახსოვრებენ“ ნივთები ჩვენს შეგრძნებებს და როგორ განვდევნოთ სახლიდან დაძველებული ნეგატიური ენერგია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge