უკრაინელებმა ოკუპირებულ ლუგანსკში ელექტროსადგური დაბომბეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრიანული Telegram-არხები ავრცელებენ.
თავდასხმა დრონებით განხორციელდა. აფეთქებების შედეგად გაჩნდა ხანძარი. მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
