მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ოცნების” დავალებით პოსტებს ვინც წერთ, თან ყველა ერთნაირს, როდესმე იმედია შეგრცხვებათ და ამას გისურვებთ, ესე იგი რაღაცამ მაინც გაიღვიძა თქვენში.
უკრაინისთვის მორალურ მხარდაჭერაზე, “წადი იარაღით და იომე”- რომ გაქვთ პასუხი, გაბუნიას გინებაზე რომ ბოდიშებს იხდით, აი ეგ ხალხი, ვერასდროს გაიგებთ, რატომ იყო ამდენი ადამიანი ქუჩაში 2 დღის განმავლობაში. მთელი გულით გისურვებთ ამის გაგებას და შეგრძნებას, რამდენად მნიშვნელოვანია, თუნდაც მხოლოდ მორალური მხარდაჭერა”, – წერს კალატოზიშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
https://mix.metronome.ge/26385-2/