ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელ სამხედროებს შეუძლიათ ნარკოკარტელების სამიზნეების წინააღმდეგ სახმელეთო დარტყმების „ნებისმიერ ადგილას“ განხორციელება.
აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკელ სამხედროებს შეუძლიათ ნარკოკარტელების სამიზნეების წინააღმდეგ სახმელეთო დარტყმების განხორციელება დედამიწის ნებისმიერ წერტილში, მათ შორის მექსიკაში, ცენტრალურ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკაში.
“”ჩვენ კარტელებს დავარტყამთ. ჩვენ ვიცით მათი მარშრუტები, ყველაფერი ვიცით მათ შესახებ. ჩვენ ვიცით, სად ცხოვრობენ“ – განაცხადა ტრამპმა.
