მუხრანის ცენტრში 2 ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. მამაკაცს ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როცა ის ავტომობილში იმყოფებოდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში ადასტურებენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ
მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 236-ე (236 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარება) მუხლებით მიმდინარეობს
