Saturday, January 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“როცა სახელმწიფოები ეროვნული ინტერესების განმტკიცებაზე არიან კონცენტრირებულნი, საქართველო კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას” – „გახარია საქართველოსთვის“

January 24, 2026
„ჩვენ გვქონდა იდეა, ის თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა…“ – ვისზე საუბრობს „გახარია საქართველოსთვის“

მაშინ, როცა სახელმწიფოები ახალ გლობალურ რეალობაში საკუთარი ეროვნული ინტერესების განმტკიცებაზე არიან კონცენტრირებულნი, საქართველო, „ქართული ოცნების“ არაკომპეტენტური და მცდარი პოლიტიკის შედეგად, კარგავს თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას და რეგიონული და საერთაშორისო იზოლაციის რეალური საფრთხის წინაშე დგება,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადება სამხრეთ კავკასიაში სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ეხება და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში საერთაშორისო თანამშრომლობის როლს უსვამს ხაზს.

„მივესალმებით სამხრეთ კავკასიაში ისტორიული მნიშვნელობის მქონე მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯს და ვულოცავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს ამ პროცესში მიღწეულ პროგრესს. აღნიშნული წინსვლა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს საერთაშორისო თანამშრომლობის გადამწყვეტ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. აშშ-ის ძლიერი და თანმიმდევრული როლი მშვიდობის ძალისხმევაში გადამწყვეტია.

მაშინ, როცა სახელმწიფოები ახალ გლობალურ რეალობაში საკუთარი ეროვნული ინტერესების განმტკიცებაზე არიან კონცენტრირებულნი, საქართველო, „ქართული ოცნების“ არაკომპეტენტური და მცდარი პოლიტიკის შედეგად, კარგავს თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას და რეგიონული და საერთაშორისო იზოლაციის რეალური საფრთხის წინაშე დგება.

„ოცნების” რეჟიმმა გააუქმა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, შეაჩერა ევროინტეგრაციისკენ სვლა და აგრძელებს აგრესიულ ანტიდასავლურ პოლიტიკას. საქართველო კარგავს მნიშვნელოვან პოზიციებს – სერიოზული საფრთხე ექმნება არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის პერსპექტივას.

საქართველოს მომავალი მჭიდროდაა დაკავშირებული ეფექტურ თანამშრომლობასთან როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. აუცილებელია ერთობლივი და კოორდინირებული ძალისხმევა, რათა საქართველო კვლავ დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში, როგორც სანდო, პასუხისმგებლობიანი პარტნიორი და რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პროექტების აქტიური მონაწილე.“- ნათქვამია განცხადებაში.

"როცა სახელმწიფოები ეროვნული ინტერესების განმტკიცებაზე არიან კონცენტრირებულნი, საქართველო კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას" - „გახარია საქართველოსთვის“

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ეს არის შედეგის, ფულის, სტატუსისა და დამსახურებული ჯილდოს ენერგია… – რა უნდა გააკეთოთ 24 იანვარს დღის ბოლომდე
  • მუხრანის ცენტრში 2 ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს – მკვლელობის ახალი დეტალები
  • სად და როდის უნდა ვუყუროთ საუკუნის ყველაზე ხანგრძლივ დაბნელებას

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge