Friday, January 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში ნათია ლაბაძე გახდა

January 23, 2026
პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში ნათია ლაბაძე გახდა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც ქვეყნის ეროვნულმა საზღვაო ორგანომ, ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში.

ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულია. მისი პროფესიული გზა 2015 წელს კადეტობიდან დაიწყო. ამჟამად იგი კონტეინერმზიდ გემზე კაპიტნის თანაშემწედ მუშაობს და მზად არის, ჩაიბაროს გემის კაპიტნის პოზიცია და ეკიპაჟის ხელმძღვანელობა.

ნათია ლაბაძის პროფესიული მიღწევა მნიშვნელოვანი მაგალითია ქალთა ჩართულობის ზრდის თვალსაზრისით საზღვაო დარგში.

ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 130 ქალი მეზღვაურია სერტიფიცირებული, საიდანაც 120 საკრუიზო გემებზეა დასაქმებული როგორც დამხმარე პერსონალი. რაც შეეხება დანარჩენ 10 ქალ მეზღვაურს, ისინი უშუალოდ მეზღვაურის კომპეტენციას ფლობენ, ოთხი მათგანი ამჟამად შორეულ ნაოსნობაშია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ქალები გასული საუკუნის დასაწყისიდან ცდილობდნენ საზღვაო პროფესიებში დასაქმებას. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იულია ფაილოძემ, ვაიდე გვარიშვილმა, ნინო კალანდაძემ და შუშანა თუმანიშვილმა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი დაამთავრეს და შორეულ ნაოსნობაში გასვლის სურვილი გამოთქვეს. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ყოფილ საბჭოთა კავშირში ქალების მსახურება შორეულ ნაოსნობაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. შეზღუდვების გამო, ქალები საზღვაო დარგში ძირითადად სანაპირო და დამხმარე მიმართულებებში საქმიანობდნენ — მეტეოროლოგიაში, რადისტებად, სამედიცინო პერსონალში, ჰიდროგრაფიაში და სხვა სანაპირო სტრუქტურებში. სწორედ ამიტომ ნათია ლაბაძის პრეცედენტი გამორჩეულია და საქართველოს იმ ქვეყნების გვერდით აყენებს, სადაც ქალს გემზე უმაღლესი თანამდებობის დაკავება შეუძლია.

ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სუპერ ტვინის“ 7 ხრიკი სწრაფად სწავლისა და მეხსიერების გასაუმჯობესებლად – ნეირომეცნიერები გვირჩევენ
  • ზაზა თელია წყლის მიღების წესების შესახებ
  • გამოვლინდა ურთიერთობებში ძალადობისადმი ნაკლებად მიდრეკილი მამაკაცის ტიპი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge