თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მიხეილ ზაქარეიშვილს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ზაქარეიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ, ტროტუარზე დგომას და მოქალაქეებისთვის გზის შეფერხებას ედავებოდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ზვიად ცეკვავამ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ, დღეს, იგივე ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად კიდევ რამდენიმე მომიტინგე ცნო, მათ სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას ტროტუარზე დგომის ფაქტზე 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო ლუკა ნაგლიაშვილს – 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა აქტივისტ ანი ახმეტელს, რომელიც ასევე სამართალდამრღვევად ცნეს.
