ტერორი საქართველოში – დღეს სამი მოქალაქე მხოლოდ იმისთვის დააპატიმრეს, რომ ტროტუარზე იდგნენ, – სახელმწიფო რეპრესიები მოქმედებაშია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„არანაირი დანაშაული. არანაირი მტკიცებულება. მხოლოდ ხელში ჩაგდებული სასამართლო სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ტერორს ახორციელებს. სახელმწიფო რეპრესიები მოქმედებაშია“, – წერს ზურაბიშვილი.
