საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საპატიმროდან განცხადებას ავრცელებს.
“ივანიშვილი, რომელიც 90-იან წლებში იყო “имеретинская мафия”-ს ბორის კვანტრიშვილის პირადი მოლარე და კვანტრიშვილის მკვლელობის მერე მთელი ფული მას დარჩა, არის კლასიკური მაფიის ბოსი და ის რაც ხდება მისი კლანის წევრების დევნის კუთხით არის არა იმდენად შიდა გარჩევა, არამედ მაფიის კლასიკური პრინციპის ცხოვრებაში გატარება.
კერძოდ – საყოველთაო შიშის დანერგვა, შიშის მოსახლეობაში, შიშის საკუთარი კლანის წევრების დაჭერით და დახოცვით და ახლა უკვე შიშის ბიზნესის დატერორებით – სუს-ის მიერ “ფასების შემოწმება”, რაც სხვა არაფერია თუ არა ივანიშვილის, როგორც მაფიის ბოსის მიერ ყველას დაშინების ტაქტიკა.
სწორედ ამ მაფიოზურ მენტალიტეტს დავეჯახე მე ვარდების რევოლუციის შემდეგ – დიდწილად ამოვძირკვე თუმცა ამით პოლიტიკურად ძალიან დავზარალდი და რაც ვერ ამოვძირკვე ის მოგვიბრუნდა ივანიშვილის მაფიოზური კრიმინალური მმართველობის სახით.
არა უშავს, ამასაც გადავლახავთ!
საქართველო იქნება მაფიისგან საბოლოოდ გათავისუფლებული და ძალიან წარმატებული ქვეყანა!
მე მზად ვარ ბრძოლისთვის!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
