Friday, January 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

თუ ქსელური მარკეტების დაწესებული გადასახადები რეგულირების ჩარჩოში მოექცევა, სადისტრიბუციო სექტორისთვის არსებობს სივრცე, რომ გადასახადები დაზოგონ, რაც დადებით გავლენას მოახდენს ფასზე – დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი

January 23, 2026
თუ ქსელური მარკეტების დაწესებული გადასახადები რეგულირების ჩარჩოში მოექცევა, სადისტრიბუციო სექტორისთვის არსებობს სივრცე, რომ გადასახადები დაზოგონ, რაც დადებით გავლენას მოახდენს ფასზე – დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი

რეალურად, დამატებითი თითოეული ხარჯი, რასაც ქსელური მარკეტი აყენებს, გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ფასზე, თუ ეს მოექცევა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის გარკვეულ ჩარჩოში, რა თქმა უნდა, საბოლოოდ დადებით გავლენას მოახდენს [ფასებზე], – ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა რიჟამაძემ პრემიერსა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ხედავენ ფასების სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობას.

„სადისტრიბუციო სექტორისთვის, თუკი საცალო ვაჭრობის ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული გადასახადები მოექცევა რეგულირების ჩარჩოში, არსებობს სივრცე, რომ გამოათავისუფლონ თანხა და ის გადასახადები დაზოგონ, რაც საბოლოოდ დადებით გავლენას მოახდენს ფასზე.

რეალურად, დამატებითი თითოეული ხარჯი, რასაც ქსელური მარკეტი აყენებს, გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ფასზე, თუ ეს მოექცევა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის გარკვეულ ჩარჩოში, რა თქმა უნდა, საბოლოოდ დადებით გავლენას მოახდენს [ფასებზე].

დისტრიბუტორებს რაც შეეხება, დისტრიბუტორი და ადგილობრივი მწარმოებელი იძულებულია დათანხმდეს ქსელური მარკეტის მიერ დაყენებულ პირობებს: ე.წ. ქეშბექი, შესვლის გადასახადი, თაროს გადასახადი და ასე შემდეგ, რომლის გაღებაც უწევს და ისახება ფასში. დოკუმენტურად შესაძლოა ჩანდეს, რომ ფასნამატია მწარმოებლის, რეალურად იმ ფასნამატიდან ისევ საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტთან ხდება თანხის მობილიზება… ჩვენ ერთ-ერთ ნაწილად ვხედავთ მინიმუმ თუ გაიაფება არა, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობას“, – აღნიშნა რიჟამაძემ.

ის ასევე პრემიერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ჯამური საშუალო ფასნამატი 86%-ს შეადგენს.

„არ ვიცით, 86% რა ფორმულით იქნა გამოთვლილი. შესაძლოა, რიგ პროდუქტზე იყოს მსგავსი ფასნამატი, ზოგზე ნაკლები, ან უფრო მეტი. ამას მხოლოდ ქსელური მარკეტი არ იწვევს, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილში თამაშობს როლს. რეალურად არსებობს სხვა მთელი რიგი გარემოებები, რომელიც საბოლოოდ ზემოქმედებს, მათ შორის საბანკო პროდუქტი, საზღვარგარეთ გაძვირებული ფასი და ასე შემდეგ“,- აღნიშნა რიჟამაძემ.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების ამოღებას, რაც გუშინ განხორციელდა, ლაშა რიჟამაძის თქმით, კარგი იქნებოდა კომპანიები ინფორმირებულები ყოფილიყვნენ სამართალდამცავი ორგანოების შესვლაზე და ეს ფაქტი მოულოდნელი არ ყოფილიყო.

„ყველა სექტორისთვის ცოტა ბუნდოვანი იყო სამართალდამცავი ორგანოების შესვლა, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თანამშრომლობენ აქტიურად კონკურენციის სააგენტოსთან და უახლოეს გასულ პერიოდში მიაწოდეს გარკვეული ინფორმაცია, დღესაც მზად არიან ნებისმიერ უწყებასთან ითანამშრომლონ. კარგი იქნებოდა ინფორმირებულები ყოფილიყვნენ იმ სახით, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოახდენდნენ ამოღებას და მოულოდნელი არ იქნებოდა. სხვა მხრივ, პრობლემა არ არის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ უწყებას შეუძლია ყველა სადისტრიბუციო, თუ ადგილობრივი მწარმოებლიდან ამოიღოს ნებისმიერი ტიპის დოკუმენტი“,- აღნიშნავს რიჟამაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ეფექტური დიეტა
  • ხვალ ქვეყნის მასშტაბით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი – განახლებული პროგნოზი
  • “რატომ არ თქვა ეს საია-მ, საერთოდ არ არის ახლა მნიშვნელოვანი” – გიორგი სიორიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge