Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ტიკტოკის“ მფლობელმა ჩინურმა კომპანიამ აშშ-თან შეთანხმებას მიაღწია, აპლიკაცია შეერთებულ შტატებში დამოუკიდებელი კომპანიის მფლობელობაში განაგრძობს ოპერირებას

January 23, 2026
„ტიკტოკის“ მფლობელმა ჩინურმა კომპანიამ აშშ-თან შეთანხმებას მიაღწია, აპლიკაცია შეერთებულ შტატებში დამოუკიდებელი კომპანიის მფლობელობაში განაგრძობს ოპერირებას

„ტიკტოკის“ მფლობელმა ჩინურმა კომპანია ByteDance-მა აშშ-თან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც აპლიკაციას საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებში ოპერირება განაგრძოს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

შეთანხმების მიხედვით, შეიქმნება ახალი კომპანია, რომელიც დამოუკიდებელ ორგანიზაციად იმუშავებს და შვიდწევრიანი საბჭოთი იმართება. საბჭოს წევრთა უმრავლესობა ამერიკელები იქნებიან.

როგორც მედია წერს, ახალი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა ადამ პრესერი, WarnerMedia-ს ყოფილი თანამშრომელი. ამასთან, შეთანხმებით აპლიკაციას აშშ-ში სამი მმართველი ინვესტორი ჰყავს, რომელთაგან თითოეულს 15%-იანი წილი ეკუთვნის.

მედიის ცნობთ, ეს ინვესტორები კომპანია Oracle, რომელსაც დონალდ ტრამპის მოკავშირე და რესპუბლიკელების დონორი, ლარი ელისონი ხელმძღვანელობს. Silver Lake – ამერიკული ტექნოლოგიური საინვესტიციო კომპანია. MGX – არაბეთის გაერთიანებული საამიროების ინვესტორი ტექნოლოგიებში. კომპანია ByteDance წილის 19.9%-ს შეინარჩუნებს. დარჩენილი 35.1% ეკუთვნის კომპანიების ჯგუფს, მათ შორის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მაიკლ დელის და ასევე ტრამპის მოკავშირე ჯეფ იასმის მიერ დაფუძნებული Susquehanna International Group-ის შვილობილ კომპანიას.

შეთანხმების გაფორმება დადებითად შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს თანამშრომლობისთვის.

„ძალიან მიხარია, რომ „ტიკტოკის“ გადარჩენაში წვლილი შევიტანე! ახლა ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ამერიკელი პატრიოტებისა და ინვესტორების ჯგუფის საკუთრება იქნება და მნიშვნელოვან ხმას წარმოადგენს. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს ჩვენთან თანამშრომლობისა და საბოლოო ჯამში, შეთანხმების დამტკიცებისთვის. მას შეეძლო სხვა გზით წასულიყო, მაგრამ არ წავიდა და მისი გადაწყვეტილებას ვაფასებთ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთში ვიზიტს აპრილში გეგმას, ხოლო სი ძინპინი წლის ბოლოს შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ცნობისთვის, შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონი „ტიკტოკს“ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნევს ჩინურ კომპანიასთან კავშირის გამო. შედეგად, აპლიკაციას აშშ-ის ტერიტორიაზე გაუქმება ემუქრებოდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათთვის, ვისაც ბაქო-თბილისის მატარებლის ბილეთის შეძენა სურს
  • საქართველოს საპენსიო ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge