Thursday, January 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პროტესტი მაქვს ე.წ. პროკურორთან, არასრულწლოვნებთან შეხვედრას მიკრძალავს, რას ერჩიან ჩემს შვილებს? ” – ლევან ხაბეიშვილი

January 22, 2026
“პროტესტი მაქვს ე.წ. პროკურორთან, არასრულწლოვნებთან შეხვედრას მიკრძალავს, რას ერჩიან ჩემს შვილებს? ” – ლევან ხაბეიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესს არცერთი ბრალდებული არ ესწრება.

ლევან ხაბეიშვილმა სასამართლოში გამოცხადებაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვა. მურთაზ ზოდელავას განცხადებით კი, გამომდინარე იქიდან, რომ ხაბეიშვილი არ ესწრება პროცესს, თავადაც უარს ამბობს დღეს პროცესში მონაწილეობაზე, თუმცა არა პროტესტის ნიშნად.

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის გამოუცხადებლობას სასამართლო სხდომაზე, მისი წერილობითი პოზიცია ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ გააცნო მოსამართლეს და პროკურორს.

“მედავებიან მხოლოდ საუბარს. პროტესტი მაქვს ე.წ. პროკურორთან. არასრულწლოვანებთან შეხვედრას მიკრძალავს, რას ერჩიან ჩემს შვილებს? შობას კარგი იყო, რომ დაიპრანჭებოდნენ თანამდებობის პირები შვილებთან ერთად? ჩემი შვილები ბავშვები არ არიან? რით დაიმსახურეს ასეთი გამწარებული სკოლის ასაკი…. ვწუხვარ ამ სიბოროტის გამო, ვინც ამას ხელს აწერთ “, – წერს ლევან ხაბეიშვილი განცხადებაში

სასამართლო პროცესი მოწმეთა გამოკითხვით გრძელდება. დაცვის მხარის შეკითხვებს სუს-ის თანამშრომელი გელა აბესაძე პასუხობს.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი გამსახურდია განცხადებას ავრცელებს
  • ბრალი წარედგინა პირს, რომელიც ვადაგასულ საკვებ პროდუქტებს ვადას უცვლიდა და მათ რეალიზაციას ახორციელებდა
  • პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge