ბავშვთა კვების კომპანია „Picot Babyfood“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„კვების ბრენდებში, ბოლო დროს გახმაურებული ტოქსინის აღმოჩენამ, რაც გამოწვეული იყო საერთაშორისო მომწოდებლიდან მიღებული ინგრედიენტ – ARA (ომეგა-6) -დან, კომპანია „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე“ (LNS) -მ მაღალი პასუხიმგებლობიდან გამომდინარე, მიუხედვად იმისა, რომ ბავშვთა კვება Picot-ზე არანაირი საჩივარი ან შეტყობინება არ დაფიქსურებულა არცერთ ქვეყანში, გადაწყვიტა თავისი პროდუქტებისთვის ჩაეტარებინა დამატებითი კვლევები.
ჩატარდა კვლევა სტანდარტიზებული საერთაშორისო მეთოდით ARA (ომეგა-6) , როგორც ფხვნილში, ისე გახსნილ პროდუქტზე (ანუ მომზადებული რძე ბოთლში).
20 იანვარს, მიღებული უახლესი ანალიზებით, გამოვლინდა ტოქსინის შესაძლო არსებობა, რის გამოც “ლაქტალისმა”, სიფრთხილის ზომების სახით, მოითხოვა გარკვეული პარტიის ნომრების ნებაყოფლობითი ამოღება.
პროდუქციის გაწვევის გადაწყვეტილება მიღებულია სიფრთხილის ზომიდან გამომდინარე და კომპანიის მკაცრი ხარისხისა და უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად.
საქართველოში ეს გაწვევა არ მოქმედებს Picot ყველა პროდუქტზე. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე გაწვევა ეხება საქართველოში შემოსულ მხოლოდ 3 პროდუქტის მცირე რაოდენობას, კონკრეტული პარტიის ნომრებით:
Picot 1 400G – 8000003312
Picot 1 800G -8000003297
Picot 2 800G -8000003280
ყველა სხვა პროდუქტი, ასევე იმავე პროდუქტების სხვა პარტიები, უსაფრთხოა მოხმარებისთვისსააფთიაქო ქსელებში შეძენილი პროდუქტი შეიძლება შეიცვალოს სხვა პარტიაში ან მოხდეს თანხის დაბრუნება“,- ნათქვამია განცხადებაში.
