„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გუკა რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“მეგობრებო, მეც მაქვს ბევრი შენიშვნა გუშინდელ აქციასთან, ასევე ყველა აქციასთან რომელიც აქამდე ყოფილა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი უნდა ჩაქრეს. ერთად უნდა მოვიფიქროთ ფორმა.
დიდი ხანია ვიცით – რა არ გვინდა, ახლა დროა მოვიფიქროთ რა გვინდა?
მუდამ იქნება რაღაც, რაზეც ვერ შევთანხმდებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმეზე არ შეგვიძლია შევთანხმდეთ.
ადამიანის ტვინი ისე არის მოწყობილი, რომ ცდილობს მთელი ენერგია დაზოგოს თავისი აქტივობისთვის, ის მუდამ არაცნობიერად გვიბიძგებს დავრჩეთ სახლში, ვჭამოთ და რეგენირებული ენერგია არ გავფანტოთ. ამიტომ ის ყველანაირ არგუმენტს მოეჭიდება უმოქმედობისათვის. ნუ მივცემთ ჩვენ თავს უფლებას “გავაპრავოთ” ეს.
დღეს დროა, რომ მთელ მსოფლიოს ვანახოთ რომ ჩვენ თავისუფალი სამყაროს წევრები ვართ. უბრალოდ ჩვენი ერთობით ვაიძულოთ მთავრობა სწორი ნავიჯები გადადგას, ეს რომ მუშაობს, პრეზიდენტი ზურაბიშვილის მაგალითზე ვნახეთ.
დიდება საქართველოს 🇬🇪
დიდება უკრაინას”, – წერს რჩეულიშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.