საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესის შემდეგ საპატიმროდან სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მის გულშემატკივარს მადლობას უხდის.
“ჩემს სასამართლოზე, რომელიც საჯაროდ არ დამიანონსებია, იმაზე 5-ჯერ მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე ამ უდღეურებმა ადგილი გამოყვეს.
მინდა ჩემს ძალიან მრავალრიცხოვან გულშემატკივრებს ვუთხრა მადლობა. მე თქვენი მრავალი შეძახილი და მანდატურებთან ცხარე კამათის ხმა მესმოდა მოსაცდელი ოთახიდან”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
