3 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე პირველად მივიდა და სიტყვის თქმის უფლებითაც ისარგებლა.
შესავალ სიტყვაში მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილი მაფიის ბოსად გამოაცხადა და სასამართლო დარბაზში თქვა, რომ ქვეყანას “მაფიოზური კლანი” მართავს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ “ოცნების” მმართველობა დასასრულს უახლოვდება, რადგან ცივილური სამყაროსგან იზოლირებული ხელისუფლება ახლა უკვე ყოფილების დასჯაზეა გადასული – “საკუთარი მთავარი ვეზირი, პრემიერ მინისტრს რომ უწოდებდა, ციხეში გააგზავნა”.
მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ციხის ამბებზე და ის “ყვარყვარეს ციხეს” შეადრა – “ივანიშვილს ვინც თვალში ცუდად მოხვდა, მათ შორის საკუთარი ბიზნესპარტნიორებიც, ციხეში ალპობს და ზებრა დასვა პრეზიდენტად”.
დღეს არის ძალიან მძიმე პერიოდი საქართველოს ისტორიის. დიქტატურამ ჩამოაფარა ფარდა ჩვენსა და თავისუფალ სამყაროს შორის. ყვარყვარეს ციხე გადაჭედილია, საზოგადოებაში დასადგურებულია უიმედობა, მაგრამ მე მოვედი რომ გითხრათ, იმედი არის და თავისუფლება და ბედნიერება ერთი ხელის გაწვდენაზეა. რეჟიმი იზოლირებულია არა მხოლოდ ცივილიზებულ სამყაროსგან, მათ შორის ჩვენი მეზობლებისგანა, ოკუპანტ რუსეთისაგანაც, რომელსაც ყველანაურად ბაძავს და ცდილობს ასიამოვნოს. ერთადერთი რაზეც დგას დიქტატურა, არის ინერტულობა და შიში. რუზველტს რომ დავესესხოთ, “მხოლოდ ერთი რამის შიში უნდა გვქონდეს, ეს არის თავად შიში”.
ვინაიდან ერთ მხარეს არის უზარმაზარი ფინანსური რესურსი და სრული გაურკვევლობა, აქედან უნდა დავუპირისპიროთ გამბედაობა, რომლის მაგალითიც უკვე გვაჩვენეს დატყვევებულმა ახალგაზრდებმა. მე შევეცადე ამის მაგალითი მომეცა, ზღვა გადავცურე, მომწამლეს, მიწაზე მათრიეს, ორჯერ ვიყავი ახლოს სიკვდილთან და ახლაც ყოველდღირუად ვრისკავ ჩემს სიცოცხლეს. მთელი ერი მძევლად ვყავართ აყვანილი ერთ სულიერს, რომელმაც საკუთარი მთავარი ვეზირი, პრემიერ მინისტრს რომ უწოდებდა, ციხეში გააგზავნა. გადაწყვიტა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრი და მისი დანაშუალების თანამონაწილე დაეჭირა – აჭარაში გასული ვასალი გაიმეტა სასიკვდილოდ, მოწამლა ხალხი და მომწამლა მეც. ვინც თვალში ცუდად მოხვდა, საკუთარ ბიზნესპარტნიორებს ალპობს ციხეში და ზებრა დასვა პრეზიდენტად. ეს არის მაფიოზური სტრუქტურა. რა არის მაფიის ბოსის ამოცანა – ყველა ამყოფოს შიშში – მოსალხეობა ამყოფოს შიშში და თავსიივე კლანსი წევრები ამყოფოს შიშში. ეს არის კლასიკური მაფიოზური სისტემა იმ ადამიანსი მიერ ჩმაოყალიბებული – ჩეულებრივი 90-იანი წლების რუსული მაფიოზური კლანი. ამან შეუძლებელია დიდხანს გასტანოს, თუ ჩვენ, საზოგადოება ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, დავძლევთ შიშს.
ვარდების რევოლუციის რეფორმას ბევრმა ვერ აუწყო ფეხი. ჩვენ დავეტაკეთ დამპყრობელის მიერ დამკვიდრებულ ქართულ-ჯიგრულ პონტს – სინამდვილეში მონურ ფისქოლოგიას, კორუფციის და ნეპოტიზმის სუბკულტურას, რეალურად მოვახდინეთ მენტალური რევოლუცია და ამ მენტალურ რევოლუციას დაუპირისპირდა ეს ყაჩაღური კლანი”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხებიან.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
