კაცს, რომელიც გუშინ თბილისში 51-ე სკოლასთან დააკავეს, ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
ახალგაზრდა კაცი ავტომობილით დაეჯახა სკოლის რკინის ჯებირს, შემდეგ კი გაქცევა სცადა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სკოლასთან ბავშვები იმყოფებოდნენ. კაცი, რომელსაც დანა ეჭირა, წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა და სუიციდით იმუქრებოდა.
პოლიციამ მას ჯერ სპეციალური საშუალება შეასხა და შემდეგ დააკავა.
