Thursday, June 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოში შესაძლოა, ქათმის ხორცი გაძვირდეს – მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელი

January 22, 2026
საქართველოში შესაძლოა, ქათმის ხორცი გაძვირდეს –  მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელი

საქართველოში შესაძლოა, ქათმის ხორცი გაძვირდეს – ამის შესახებ BPN-ს მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურა უჩუმბეგაშვილმა განუცხადა. როგორც BPN-ს უჩუმბეგაშვილი ეუბნება, ჩინური ქათმის ფილე, რომლის იმპორტიც საქართველოში დიდი რაოდენობით ხორციელდება, მწარმოებელ ქვეყანაში ძვირდება. მისივე თქმით, თუ ფასის ზრდა გაგრძელდა, ეს ქართულ ბაზარზეც აისახება.
“ჩვენ საკუთარ მოთხოვნას 30-32%-ით ვაკმაყოფილებთ. ქართული წარმოება საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნას სწორედ ამ პროცენტული წილით სწვდება. დანარჩენი შემოდის. თითქმის 70% ჩვენს მიერ მოხმარებული ფრინველის ხორცისა იმპორტირებულია. აქ უკვე დამოკიდებულები ჩვენს თავზე არ ვართ. არ ვიცი, რა ხდებოდა შარშან, მაგრამ ძალიან იაფი იყო ჩინური ფილე. შესაბამისად, ფასი აქაც იყო დაბალი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახალი წლის წინ, დეკემბრის 20-ის შემდეგ, ჩინეთში ფილეზე დაიწყო ფასის მატება. შესაბამისად, შესაძლოა, ეს აისახოს ქართულ ბაზარზეც. ჩინური ფილეს გაძვირება, მერე უკვე გავლენას ახდენს ზოგადად ქათმის ხორცზე. აღარ არის ხოლმე საუბარი იმაზე, ჩინური გაძვირდა, თურქული თუ ბელარუსული. ბაზარზე ფასი მაღლა თუ წავა, იგულისხმება, რომ ფასი მოემატა ზოგადად ფრინველის ხორცს. თუმცა, ჩინელებს ახალი წელი აქვთ ახლა. შესაბამისად, შესაძლოა, ეს ფასმატება იყოს დღესასწაულთან დაკავშირებული. ხომ იცით, ჩვენთანაც იზრდება ხოლმე მოთხოვნა და გამომდინარე აქედან, ფასებიც ახალ წელს. შესაბამისად, თუ მოთხოვნა დასტაბილურდა და ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა ჩინეთში, აქაც არაფერი არ იქნება. ამ ეტაპზე, არაფერია გაძვირებული, ძველი მარაგები იყიდება. თუმცა, სადღაც 15-20 თეთრით გაძვირდება ალბათ, თუ გაძვირდა. ვიმეორებ, ახალი პარტიები რაც შემოვა, შესაძლოა, იმაზე აისახოს ფასის მატება. იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთში გააგრძელა ღირებულებამ ზრდა.
კვერცხის მარაგს ვერანაირად ვერ გაიკეთებ იმიტომ, რომ მალფუჭებადია. თუმცა, ჩინეთიდან რომ შემოდის გაყინული ხორცი, იმას წელიწადი აქვს ხანდახან ვადა. შესაბამისად, მარაგი ყველა იმპორტიორს აქვს. სავარაუდოდ, მარტი-აპრილიდან შემოვა ახალი მარაგები. ახალი წლის წინ ჩვენთან ისე მიდის ხოლმე ხორცის რეალიზაცია, შემდეგ იანვარ-თებერვალი პროცესი შენელებულია. სწორედ ამიტომ, ყველა იმპორტიორი ცდილობს, რომ თუ შემოტანაა, ახალი პარტია სააღდგომოდ შემოიტანოს“ – აცხადებს მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯარიმა 500 და 1000 ლარი იქნება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • ცნობილია, სად და როდის გაიმართება თემურ უგულავას სამოქალაქო პანაშვიდი
  • “მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ მას ატყუებენ” – თინა ბოკუჩავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge