სპეცოპერაციის დროს, გორში, ოჯახის წევრი ცუდად გახდა. შემდეგ კი – გარდაიცვალა – ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ 70 წელს გადაცილებული მამაკაცი ცუდად, შვილის დაკავების მცდელობის დროს, გახდა.
შემთხვევა 3 დღის წინ გორში მოხდა.
შს სამინისტროს ცნობით, მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება სპეცოპერაციას, პრესსამსახურის ცნობით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება, თუმცა რომელი მუხლით, უცნობია.
