Thursday, January 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს

January 22, 2026
კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს

კახა კალაძის განცხადებით, მერია პარლამენტს მიმართავს და ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას მოითხოვს.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლო 2 წლის განმავლობაში ვანდალიზმის 5 ათასამდე ფაქტი არის დაფიქსირებული, რაც პრობლემას წარმოადგენს.

„სამწუხაროდ, მაშინ, როცა ქალაქში კვლავ უამრავი პრობლემა არის მოსაგვარებელი, ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, როცა მოქალაქეთა ნაწილი მიზანმიმართულად, ვანდალურად აზიანებს შენობების ფასადებს. ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტები. ბოლო 2 წლის განმავლობაში 5 ათასამდე ფაქტი არის დაფიქსირებული, ეს არის შენობა-ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სახელმწიფო უწყებების შენობები, მეტროს ამოსასვლელები, გაჩერებები და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით უკვე მოქმედებს კანონი, თუმცა ჩვენ თხოვნით მივმართავთ პარლამენტს, რომ აღნიშნული მიმართულებით კანონი გამკაცრდეს.

გარდა ამისა, მე რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან და უწყების სხვა წარმომადგენლებთან მქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც პრობლემის მოგვარების გზებზე ვიმსჯელეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, მუნიციპალიტეტთან ერთად პროცესშია აქტიურად ჩაერთვებიან შსს-ის წარმომადგენლები.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კანონი აღსრულდეს. ამ მიმართულებითაც იყო გარკვეული პრობლემები“,-განაცხადა კალაძემ.

მან შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ მკაცრად აღსრულდეს კანონით გათვალისწინებული ნორმები და დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები.

„მინდა ვთხოვო „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს, გიორგი პაპავას, ხვალიდან დაიწყოს შესაბამისი გაწმენდითი სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით, რომ 2 კვირის განმავლობაში შესაძლებლობის ფარგლებში მოწესრიგებული იყოს ფასადები, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს“,- განაცხადა კალაძემ.

კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს,რომ ყველა დაემორჩილოს კანონს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აგროჰაბის” დირექტორი ადასტურებს, რომ მათ ოფისში სუს-ი შევიდა
  • სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი შევიდა
  • ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge