ტყიბულში შუფუტინსკის სიმღერების გამო დაწყებულ დაპირისპირებაში მონაწილე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის, ლუკა კუბლაშვილის ადვოკატის განმარტებით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სუფრაზე არ იმყოფებოდა და მხოლოდ გაშველებაში იღებდა მონაწილეობას.
უფლებადამცველი, დავით ბრეგაძე აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს სერჟანტი ბრალდებას არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს.
თვითონ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. გაშველებაში [იღებდა მონაწილეობას].
ჩვენებები ჯერ მიცემული არ აქვთ, შესაბამისად ჯერ ვერ ვისაუბრებ ასეთ დეტალებზე. ჩვენებას რომ მისცემს შემიძლია მერე გავაჟღერო ოფიციალურად რა მოხდა და როგორ მოხდა… დუმილის უფლებას იყენებს.
დიახ, ბრალი წარუდგინეს,” – განაცხადა დავით ბრეგაძემ.
ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების განსახილველად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი, სავარაუდოდ, დღეს ჩაინიშნება.
