Thursday, January 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

შსს განცხადებას ავრცელებს

January 22, 2026
შსს განცხადებას ავრცელებს

გასული 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია უპრეცედენტო რაოდენობის ­ 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

დარახველიძის თქმით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება, ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია უპრეცედენტო რაოდენობის ­ 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება, ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველების მიერ ინტენსიური რეჟიმით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვების, ასევე, ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, მათი პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „კოკაინი“, „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მეთადონი“, „მორფინი“, „მდმა“ და გამომშრალი „მარიხუანა“ – ნივთმტკიცებად ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად, 2025 წლის ბოლო 7 თვის გამავლობაში, ნარკოტიკული დანაშაულისთვის, საქართველოს მასშტაბით, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2 000-ამდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას!“,- განაცხადა დარახველიძემ.

https://www.facebook.com/share/v/17rQWn29R7/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს
  • „მიშას თაობის“ წოდება თანამედროვე ადამიანებისთვის სასტიკად დამქრინჯველია, სააკაშვილს თაობის მამობა მოუნდა ახლა, მუცელი მეტკინა, ისე დავიქრინჯე – თამარ ჩერგოლეიშვილი
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge