საბერძნეთში წყალდიდობას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადაუღებელი წვიმების შედეგად, ათენსა და ქვეყნის რეგიონებში დაიტბორა ქუჩები, სახლები, წყალმა დააზიანა ავტომანქანები. ყველაზე მეტი ზიანი ათენის სამხრეთ გარეუბანს, გლიფადას მიადგა.
სახანძრო სამსახურში ასობით შეტყობინება შევიდა – მოქალაქეები შენობებიდან წყლის ამოტუმბვას ითხოვენ. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ძლიერი წვიმა დღეიდან ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლებს.
