ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ ნადირაშვილის FB-სტატუსის კომენტარში ოპოზიციური პარტიების ურთიერობების შესახებ საუბრობს და მოუწოდებს მათ “ფედერალისტების” ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილისგან გამიჯვნას.
“ეგ როლი, ჩემი აზრით, გიგამ ვერ შეასრულა. მის ინტელექტუალურ წიაღსვლებს ყავლი გაუვიდა და ჩერგომ ჩამოალაბორანტა. თვითონ ჩაანაცვლა უფრო წარმატებით. სანამ ოპოზიცია მტკიცედ არ გაემიჯნება ამ დუეტს, მანამ იქნება ნარკომანივით, ჩერგოდამოკიდებული იმპოტენტი. ასეთია პერსპექტივა, მიზეზი არ ვიცი, ვერ ვიტყვი ფულის, ამბიციის, მიშას ბოღმის თუ სპორტული ინტერესის გამო არიან ამ სპირალში”. –
