მსოფლიო ბაზარზე ოქროს და ვერცხლის ფასები ახალ რეკორდს ამყარებს. ამ მომენტისთვის ერთი უნცია ოქროს ღირებულება 4 900-დოლარიან ნიშნულს უახლოვდება, ვერცხლი კი 100-დოლარიანს.
Gold Price-ის მონაცემებით, ერთდღიან ჭრილში ოქროს 2.25%-ით არის გაძვირებული და თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნციის ფასი 4 868 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ერთ დღეში მისი ფასი 0.39%-ით გაიზარდა და ამ მომენტისთვის ერთი უნცია 95.1 დოლარი ღირს.
