“სექტემბრიდან დღემდე, რამდენიმე სპექტაკლი გამოვუშვით, ახალი წლის პერიოდიც ძალიან დატვირთული იყო – დღეში 2-3 წარმოდგენა გვქონდა, ჩემი შვილისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება, რასაც, რა თქმა უნდა განვიცდი. რომ არა დედაჩემი და დეიდაჩემი, არ ვიცი, რა მეშველებოდა. ჩემი მშობიარობის შემდეგ დედაჩემი სამსახურში აღარ გასულა.
ყველა დედა დამეთანხმება, რომ ბავშვის ემოციებთან ერთად, შენი ემოციური ბალანსის შენარჩუნება რთულია.
სიმართლე გითხრათ, არც ერთ ინტერვიუში საჯაროდ არ მილაპარაკია, მაგრამ მარტოხელა დედობა არის ორმაგი პასუხისმგებლობა. გინდა, თუ არ გინდა, არის მომენტები, როდესაც გიწევს შეითავსო, როგორც დედის, ისევე მამის როლი. ფიზიკურად ისეთი რაღაცები უნდა აკეთო, როგორიცაა, სახლში მოსვლისას პროდუქტების მოტანა – სულ მიწევს რაღაცების წამოღება – საკვები, წყალი…მანქანიდან რომ გადმოვდივარ, ერთ ხელში მძიმე პარკი მიჭირავს, მეორეში – გასაღები, ჩიპი, ხურდა. ვფიქრობ, რთულია, ამ რუტინასთან ერთად, დედაც იყო და სახლში ეს ყველაფერი აკეთო. მერე მახსენდება, რომ ამას ხომ მამები აკეთებენ ოჯახში?!
ვისაც მეუღლე სახლში ჰყავს, ზოგჯერ მაინც თავად უწევს ამ პასუხისმგებლობის აღება – ძალიან ხშირადაა, რომ დედა გაცილებით მეტს იღებს საკუთარ თავზე, ვიდრე მამა. ასეთი ოჯახი უამრავია. მიუხედავად ამისა, ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ – ბევრ კარგ მამასაც ვიცნობ, თუმცა ეს ამ ეპოქის ნაწილია.
სამი რამ, რაც ფეხზე მყარად დგომაში მეხმარება, არის – პასუხისმგებლობა ჩემი შვილის მიმართ. განაგრძეთ კითხვა
