Wednesday, January 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე – მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი” – ივანე ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს

January 21, 2026
საგანგებო გაფრთხილება მშობლებს – რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება?

“იაშვილის კლინიკაში 32 ბავშვი წევს, რომელსაც სასუნთქი სისტემის მწვავე დაზიანება აქვს – გრიპი კვლავ დომინანტურია, 77%-ს შეადგენს მისი გავრცელების მაჩვენებელი”,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 5-6 კვირაა, კორონავირუსი ლაბორატორიულად არ დადასტურებულა.

„გრიპი კვლავ წამყვანი რჩება ვირუსებს შორის. ჯამური მაჩვენებელი ყველზე მეტი აქვს H3N2 ტიპის ვირუსს, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსს. 72%-ს შეადგენს მისი გავრცელების მაჩვენებელი, მეორე ადგილზეა „ბ“ ტიპის ვირუსი 4% და 1 % არის სხვა „ა“ ტიპის ვირუსი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გრიპი კვლავ დომინანტურია, 77%-ს შეადგენს მისი გავრცელების მაჩვენებელი. სხვა ვირუსების პროცენტული განაწილება შედარებით ნაკლებია, ესენია: რინოვირუსი, პარაგრიპი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი.

კითხვაზე – არის თუ არა გრიპის შემთხვევების პიკი გადასული? ჯერ ადრეა პასუხის გაცემა. ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში გრიპის ვირუსით მოთავსების მაჩვენებლის მატება ფიქსირდება. ველოდებით, რომ იანვრის მესამე- მეოთხე კვირას უნდა იყოს გრიპის გავრცელების პიკი.

ჩვენს კლინიკაში პაციენტებს შორის, რომლებიც მოგვმართავენ უდიდესს ნაწილს აქვს სასუნთქი სისტემის დაზიანება, ფილტვების ანთების ხვედრითი წილი ძალიან მაღალია.

ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსს, განსაკუთრებული სიმძიმე პედიატრიულ ჰოსპიტალში არ აქვს, ყველა შემთხვევა წარმატებით იმართა ანტივირუსული საშუალებით და ანტიბიოტიკებით. ყველა ბინაზე გაეწერა. ყველა პაციენტთან გვქონდა კითხვა აცრაზე და აბსოლუტურ უმრავლესობა არ იყო აცრილი.

32 ბავშვამდე წევს კლინიკაში, რომელსაც აქვს სასუნთქი სისტემის მწვავე დაზიანება. წლევანდელი და გასული წლის ციფრები გარკვეულწილად ერთმანეთის მსგავსია, განსხვავება გვაქვს შემთხვევების ადრეულ მატებასა და გავრცელებაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო 5-6 კვირაა, ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსი არ გვაქვს“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოქრო ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა – რა ღირს გრამი საქართველოში?
  • “ბათუმში „მსხვილ ინვესტორად“ წარდგენილი კაცი საკუთარ ქვეყანაში ნარკოდანაშაულისთვის იძებნება” – რა ინფორმაცია ვრცელდება
  • იერუსალიმში, საბავშვო ბაღში მომხდარ ინციდენტს 2 ჩვილი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი ბავში საავადმყოფოებში გადაიყვანეს – მედია ტრაგედიის დეტალებზე წერს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge