უამრავმა კვლევამ დაგვიდასტურა, რომ სხეულის შუა ნაწილში ცხიმის არსებობა სხვადასხვა დაავადების რისკს ზრდის. რისკის ქვეშ კი განსაკუთრებით ის ადამიანები არიან, რომელთაც ე.წ შიდა ცხიმი აქვთ. მუცლის ცხიმი ღრმად არის მოთავსებული მუცლის ღრუში და გარს არტყავს შინაგან ორგანოებს.
გარდა იმისა, რომ ამ მიდამოებში ცხიმის არსებობა ნაადრევ დაბერებასა და უამრავ დაავადებას იწვევს, მიიჩნევა, რომ ის ხელს უწყობს ანთებით პროცესებს. ასეთი ცხიმი ასევე დაკავშირებულია მეორე ტიპის დიაბეტთან, მაღალ სისხლის წნევასთან, გულის დაავადებებთან და კოგნიტური ფუნქციების შემცირებასთანაც კი.
მიჩნეულია, რომ რამდენიმე სპეციფიკური პროდუქტი გვეხმარება მუცლის ცხიმის დარეგულირებაში. სწორედ ასეთ 5 პროდუქტს გთავაზობთ, რომელიც აუცილებლად უნდა ჩართოთ კვებით რუტინაში.
ავოკადო
ავოკადოს ხშირად სასარგებლო ცხიმადაც მოიხსენიება და ეს მართალიც არის, მასში შემავალი ცხიმი ბოჭკოდ, ანტიოქსიდანტებად, ვიტამინებად და მინერალებად გარდაიქმნება, რომელთა შორისაა კალიუმი, რომელიც გულის მოქმედებასა და სისხლის მიმოქცევის დარეგულირებას უწყობს ხელს. ავოკადოს მიღებისას ორგანიზმიდან გამოიდევნება ზედმეტი აირები და ნივთერებები. განაგრძეთ კითხვა
