ავჭალაში ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა.
კადრებს საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსი” ავრცელებს. შემთხვევა ლიბანის ქუჩაზე მოხდა. არსებული ცნობით, მოყინული გზის გამო ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ შეძლო და მის წინ მდგარ ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
